სერთიფიკატები


BaobabBio კოსმეტიკის სერთიფიკატები

სერთიფიკატი ECOCERT - პირველი დამოუკიდებელი სერთიფიცირების ორგანოა, რომელმაც გამოიმუშავა ნატურალური და ორგანული კოსმეტიკის სტანდარტები.

სპეციფიკაცია შედგენილია კოსმეტიკური პროდუქტების ყველა მწარმოებლის, ექსპერტების, ნედლეულის მომწოდებლების და მომხმარებელთა მონაწილეობით. რომელიც წარმოდგენილია 2003 წლიდან. 1000-ზე მეტი კომპანია ფლობს ECOCERT-ის სერთიფიკატს.

ECOCERT-ის ძირითადი პრინციპები.
უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის წარმოებული კოსმეტიკური საშუალება უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მხოლოდ განახლებადი ბუნებრივი რესურსების კომპონენტების გამოყენება, რომელიც მიღებულია მხოლოდ გარემოსთვის უსაფრთხო მეთოდებით. კონტროლის სტანდარტების შესაბამისად ორგანიზაცია ECOCERT სერტიფიცირებული კოსმეტიკა არ უნდა შეიცავდეს:

-გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ნანონაწილაკებს, სილიკონს, პოლიეთილენგლიკოლს, სინთეთიკურ საღებავებს და არომატიზატორებს, ცხოველური წარმოშობის ნედლეულს(გამონაკლისია რძე, თაფლი და სხვა).

-პროდუქტის შეფუთვის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენება ბიოდეგრადირებადი მიკროელემენტები რომლის ხელმეორედ გადამუშავებაც შეიძლება მრავალჯერადი შეფუთვის მიზნით.

2. სერთიფიცირებისთვის კოსმეტიკურ პროდუქტებში ბუნებრივი კომპონენტების აუცილებელი მინიმალური შემადგენლობა:
- ბუნებრივი კომპონენტების აუცილებელი შემადგენლობა მინიმუმ 95%.
- პროდუქცია აღნიშნული "natural and organic cosmetic"(ნატურალური და ორგანული კოსმეტიკა) ნიშნით: მცენარეული წარმოშობის მინიმალური შემადგენლობა 95% და მინიმუმ 10% სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის.

პროდუქცია აღნიშნული "natural cosmetic"(ნატურალური კოსმეტიკა) ნიშნით:
- მცენარეული წარმოშობის მინიმალური შემადგენლობა 50% და მინიმუმ 5% სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის.

კოსმეტიკაში ზოგიერთი კომპონენტი(წყალი, მარილი, მინერალები და სხვა) არ მიეკუთვნება ორგანულს რადგან ისინი არ მიიღებიან სოფლის მეურნეობის მეშვეობით.

3. პროდუქტის შემოწმება და წარმოება ხდება ECOCERT-ის აუდიტით.
ECOCERT ოფიციალური ვებ-გვერდი

ColorsOfLife-ს ბიო კოსმეტიკა სერტიფიცირებულია ECOCERT-ის მიერ:

COSMEBIO - ორგანული და ეკოლოგიური კოსმეტიკის მწარმოებლების ფრანგული უმსხვილესი ასოციაცია. ის აერთიანებს კოსმეტიკის ინდუსტრიას, 350-ზე მეტ ფრანგულ და უცხოურ ლაბორატორიებს, კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებლებს და ნივთიერებათა მომწოდებლებს.

ასოციაცია COSMEBIO დაარსდა 2002 წელს ათეულობით კოსმეტოლოგიური ლაბორატორიების პარტნიორული პროგრამის საფუძველზე. ასოციაცია ავითარებს ნატურალური კოსმეტიკის მოთხოვნებს, პირობებს და ნორმებს. პირველი რეზულტატი მჭიდრო თანამშრომლობის - ტექნიკური სპეციფიკაციების გამომუშავება(ECOCERT-ის პირდაპირი მონაწილეობით) გამოქვეყნებულია "Journal Officiel" 2003 წლის აპრილის გამოცემაში. მეორე სტანდარტი შეიმუშავეს სერთიფიცირების წამყვანი ორგანოს Qualité France-ის მხარდაჭერით. გამოქვეყნებულია "Journal Officiel" 2004 წლის გამოცემაში. ეს ორი პუბლიკაცია წარმოადგენს COSMEBIO-ს ძირითად სტანდარტს.

მწარმოებელი ნატურალურ კოსმეტიკას აწარმოებს მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COSMEBIO ასოციაციის მიერ, ზრუნავს და პატივისცემას გამოხატავს ადამიანის მიმართ. სტანდარტებში რეგისტრირებულია მცენარეული ნედლეულის ზრდის, შეგროვების, გადამუშავების წესები. ასევე მინერალური კომპონენტების კოსმეტიკურ პროდუქტებში გამოყენების წესები. სერთიფიცრების სტანდარტი განსაზღვრავს ზუსტ და დეტალურად აღწერილ მოთხოვნებს, კოსმეტიკური პროდუქტების და მისი წარმოების პირობების შესახებ. COSMEBIO სტანდარტი ნატურალური ინგრედიენტების და ორგანული წარმოშობის პროდუქტების რაოდენობას მკაფიოდ განსაზღვრავს, ნატურალური და ეკოლოგიური კოსმეტიკის აუცილებელი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

COSMEBIO საფირმო ხარისხის ნიშნად წარმოდგენილია 2002 წლიდან და მის მიერ გათვალისწინებული სტანდარტების მკაცრი დაცვის გარანტიას იძლევა.

მოთხოვნები COSMEBIO სტანდარტების შესაბამისად:
BIO ხარისხის ნიშანი:
- ნატურალური და/ან ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების მინიმალური
შემცველობა 95%.
- მცენარეული წარმოშობის კომპონენტების შემცველობა მინიმუმ 95%.

შენიშვნა: კოსმეტიკური პროდუქტები ხშირად შეიცავენ 50-80% წყალს და არ ექვემდებარება სერტიფიცირების სტანდარტებს.
COSMEBIO ოფიციალური ვებ-გვერდი

ColorsOfLife-ს ბიო კოსმეტიკა სერტიფიცირებულია COSMEBIO-ს მიერ: