ბრწყინვალება
დაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 1-2_ჯერ დღეში. ოპტიმალური შედეგისთვის გამოიყენეთ დილით ან/და
საღამოს(დღის ბიოკრემის ან/და ღამის ბიოკრემ ColorsOfLife-ს გამოყენების წინ), ინტენსიური beauty
კურსის ჩარჩოებში ან მთელი წლის განმავლობაში, კანის მდგომარეობის და საჭიროების მიხედვით.
ბიოშრატი ColorsOfLife - ეს არის განსაკუთრებული ხარისხის მცენარეული ექსტრაქტების კონცენტრატ (ბაობაბის რბილობის, ორქიდეის, ჰიბისკუსის და სენეგალური აკაციის ექსტრაქტი), რომელიც მომენტალურად ახდენს ლიფტინგის ეფექტს. ბიოშრატში შემავალი ათასწლოვანი ხის ნაყოფის გამონაწვლილის და ძვირფასი ეგზოტიკური ყვავილების ექსტრაქტების ერთობლიობა ქმნის უხილავ "ბადეს", რომელიც იძლევა გადაჭიმვის ეფექტს და ახდენს სახის კანის მოდელირებას, უბრუნებს მას ახალგაზრდულ ბრწყინვალებას.
ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური ეფექტი და კანზე გამაახალგაზრდავებლად მოქმედებენ. ბაობაბის ნაყოფის რბილობისგან მიღებული ბაობაბის ექსტრაქტი წარმოადგენს ნატურალურ გელს პოლისაქარიდს ხილის მჟავების და პოლიოზის მაღალი შემცველობით. ხილის მჟავები ხელს უწყობენ კანის რქოვანი ფენის დეფექტების კორექციას, უფრო მოქნილს ხდიან მას მაპლასტიფიცირებელი და დამატენიანებელი ეფექტის წყალობით. პოლიოზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კანის დატენიანების ფაქტორის შენარჩუნებაში, აკავებენ რა ტენს კანის ზედა ფენაში.
ხილის მჟავების და პოლიოზის ერთობლიობა ახდენს დამატენიანებელ მოქმედებას, კანზე ქმნის მოჭიმვის ეფექტს. ვიტამინი B4, რომელსაც შიცავს ბაობაბის ნაყოფის რბილობი, აუმჯობესებს კანის საფარველის მიკროცირკულაციას, ხოლო ვიტამინი B1/B2 ასტიმულირებს მელანინის სინთეზს.
დაპატენტებული ჰიბისკუსის ექსტრაქტი ოლიგოპეპტიდების ფუძეზე ასწორებს ღრმა და წვრილ ნაოჭებს მეცნიერულად დამტკიცებული ანტი-ელასტაზური ზემოქმედების წყალობით. ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ინარჩუნებს თქვენი სილამაზის კაპიტალს. თავისი ჰიგროსკოპული თვისებების წყალობით ის უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, ქმნის მის ზედაპირზე თხელ, დამცავ ფენას, რომელიც იცავს გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. ბიოშრატი ColorsOfLife ორქიდეის და ვანილის ნატიფი ნოტებით წარმოადგენს არაქირურგიულ საშუალებას სახის ოვალის გადაჭიმვისა და გამკვრივებისათვის, ასაკობრივი და მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად: შედეგად თქვენ იღებთ სინორჩის შეგრძნებას, სახის კონტური ხდება უფრო ოვალური და დახვეწილი, სახის კანი გამოიყურება გაცილებით ახალგაზრდულად.
კანის მოვლის ამ ნატურალურ საშუალებას, რომელიც მცენარეული წარმოშობის ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ ზეთბს შეიცავს, გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.