აღდგენა
დაიტანეთ საღამოს, წინასწარ გაწმენდილ კანზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით სრულ შეწოვამდე.
კანის მოვლის სრულფასოვანი პროგრამის მიხედვით, წინასწარ დაიტანეთ ბაობაბ ბიოშრატი ColorsOfLife
ბაობაბის რბილობის და ორქიდეის ექსტრაქტით.
ეს ნამდვილი სიამოვნებაა თქვენთვის და ძვირფასი საჩუქარი თქვენი კანისთვის. ღამის ბიოკრემის ColorsOfLife შესანიშნავი ნაზი ტექსტურა უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ დატენიანებას ძილის დროს, რათა გაღვიძებისას თქვენი სახე ასხივებდეს სინათლეს და სიჯანსაღეს. ეს ღამის ბიოკრემი, რომელიც ფორმულირებულია იშვიათი ბუნებრივი კომპონენტებით, ისეთი როგორიცაა, ბაობაბის ზეთი, მდიდარი დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ლინოლენის მჟავათი(ომეგა-6), წარმოადგენს ნამდვილ ინოვაციას კოსმეტიკაში.
ანტარქტისინი ბუნებრივი გლიკოპროტეინ ბიოპოლიმერია, რომელიც აღმოაჩინეს ანტარქტიდაში კვლევების დროს. თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით და თვისებებით ანტარქტისინს გააჩნია გამორჩეულად დამატენიანებელი ეფექტი, ასევე კრიოდამცავი და რესტრუქტურული თვისებები. მეცნიერულად დამტკიცებულია ანტარქტისინის უნარი, გააძლეროს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება, რაც საშუალებას აძლევს კანს დროის დინებასთან ერთად ნაწილობრივ დაკარგული სიმკვრივე დაიბრუნოს.
ღამის ბიოკრემის ფორმულა გამდიდრებულია ძვირფასი ბუნებრივი კომპონენტებით: შროშანი, აკაციის თაფლი,
შის კარაქი და მაკადამიის ნაყოფის ზეთი.
ღამის ბიოკრემი ColorsOfLife უზრუნველყოფს კანის
განსაკუთრებულ კომფორტს, დასვენებას და აღდგენას ღამის ძილის დროს, რის შედეგადაც გაღვიძებისას სახის კანი
დასვენებულად და გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.
კანის მოვლის ამ საშუალებას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ ზეთებს შეიცავს, გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.