ახალი მზერა
დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ქუთუთოების მიდამოებში 1-2_ჯერ დღეში. მსუბუქი მოძრაობით
გაანაწილეთ საცხი თვალების ირგვლივ.
დამატენიანებელ და დაღლილობის მომხსნელ ბიოლიფტ ქუთუთოების კრემს ColorsOfLife-ს გააჩნია ორმაგი მოქმედება: ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს და ხსნის შეშუპებას, აქრობს "ტომრებს" თვალის ქვეშ. მსუბუქი და ნაკლებად ცხიმიანი თვალის ბიოლიფტ კრემი ამცირებს სტრესის და დაღლილობის ნიშნებს, ვიზუალურად აახალგაზრდავებს, ასწორებს და აქრობს თვალების ირგვლივ ზონის შეშუპებას. ბაობაბი ბიოლიფტი აქტიური ნატურალური კომპონენტების: ბაობაბის ძვირფასი ზეთის და სენეგალური აკაციის ქარვისფერი ფისის წყალობით მყისიერად ჭიმავს კანს. ბაობაბის ზეთი, რომელიც მდიდარია დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ლინოლენის მჟავათი(ომეგა 6), ეხმარება ქუთუთოების თხელ და მგრძნობიარე კანს ბალანსის აღდგენაში.
უძველესი დროიდან ცნობილი გუმიარაბიკი(სენეგალური აკაციის ძვირფასი ფისი, რომელსაც აგროვებენ ხელით, თავისი ფერით და კონსისტენციით ქარვას რომ წააგავს) თავისი სამკურნალო თვისებებით ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს, ამცირებს შეშუპებას და უპეების სიმუქეს. შის კარაქი არბილებს და იცავს თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანს, ღიღილოს წყალი ამშვიდებს და ხსნის დაძაბულობას. რუსკოგენინი, რომელსაც მოიპოვებენ ძმერხლის ფესვებიდან და არნიკის ექსტრაქტი ამშვიდებს კანს, აქრობს დაღლილობის ნიშნებს. ბრინჯის პუდრი რომელსაც გააჩნია სინათლის ამრეკლავი თვისება, იძლევა დაფერვის ეფექტს და ვიზუალურად ასწორებს თვალის კონტურის ზონას.
ბიოლიფტ ColorsOfLife შემუშავებულია სპეციალურად თვალის ირგვლივი ასაკობრივი და მიმიკური ნაოჭების, ე.წ "ბატის თათები"-ს გასასწორებლად, გამოხედვა ხდება უფრო ღია და ახალგაზრდული, იმავდროულად იცავს ქუთუთოების დელიკატურ ზონას. მსუბუქი ტექსტურა მომენტალურად შეიწოვება, ატენიანებს კანს და წარმოადგენს შესანიშნავ ბაზას მაკიაჟისთვის.
კანის მოვლის ამ ნატურალურ საშუალებას, რომელიც მცენარეული წარმოშობის ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ ზეთებს შეიცავს, გავლილი აქვს დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლი და რეკომენდებულია მგრძნობიარე თვალებისთვის და ასევე კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის.