Baobab BioMask


ბიო-ნიღაბი სამმაგი მოქმედება
3 უნიკალური ეგზოტიკური მცენარე: ბაობაბი, სენეგალური აკაცია, ალოე ვერა.
3 მიმართულების მოქმედების ვექტორი: მოჭიმვა, ტონუსი, აღდგენა.
3 ხილული ეფექტი: ლიფტინგი, ნაოჭების გასწორება, სახის ნათება.

ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური და კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ბაობაბის ნაყოფის რბილობიდან მიღებული ბაობაბის ექსტრაქტი წარმოადგენს ნატურალურ გელს-პოლისაქარიდს, ხილის მჟავების და პოლიოზის მაღალი შემცველობით. ხილის მჟავები ეხმარება კანს ეპიდერმისის(კანის ზედა ფენა) რქოვანი ფენის დეფექტების გაქრობაში, ხდის მას უფრო მოქნილს მაპლასტიფიცირებელი და დამატენიანებელი ეფექტის წყალობით. ახდენს კერატომარეგულირებელ(აქერცვლის დამაჩქარებელი) მოქმედებას, ამცირებს ტენის დაკარგვას კერამიდების შემცველობის წყალობით(ბარიერის ეფექტი), ამკვრივებს ქსოვილებს ღვინის მჟავას მაღალი შემცველობის ხარჯზე. პოლიოზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კანის დატენიანების ფაქტორის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ხელს უწყობენ ტენის შეკავებას ეპიდერმისის ზედა ფენაზე. ხილის მჟავების და თავისუფალი შაქრების ერთობლიობა ახდენს დამატენიანებელ ზემოქმედებას კანზე და ქმნის გადაჭიმვის მყისიერ ეფექტს. ბაობაბის ნაყოფის რბილობში შემავალი ვიტამინი B4 აუმჯობესებს კანის საფარველის მიკროცირკულაციას, ხოლო ვიტამინი B1/B2 ასტიმულირებს მელანინის გამომუშავებას.

სამეცნიერო კვლევებმა და ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა საშუალება მისცა ColorsOfLife-ს ახლებურად დაენახა ბიო ლიფტინგი და შეექმნა ბაობაბის ექსტრაქტის საფუძველზე პირველი ბიო ნიღაბი. უნიკალური ფორმულა, რომლის საფუძველია ათასწლოვანი ხის კვიტესენცია და უახლესი სამეცნიერო მიღწევები, გჩუქნით თქვენ ახალ გამოცდილებას.
სენეგალურ აკაციას გააჩნია ნაოჭების მყისიერი გამასწორებელი ეფექტი(დამტკიცებულია კლინიკურად), ხელს უწყობს გლუვი კანის ეფექტის მიღწევას და მნიშვნელოვნად ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს. ალოე ვერას გააჩნია დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ზრდის კოლაგენის ბიოსინთეზს და ასტიმულირებს კანის უჯრედების განახლებას.

Baobab Bio Cosmetic-ის შედეგები